Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გარე მობილობა 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია შესაძლებელია  students.emis.ge ელექტრონულ პორტალზე.

 

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა:

2025 წლის 25 აგვისტოს 12:00 საათიდან - 9 სექტემბრის 18:00 საათამდე

გარე მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 12 სექტემბერს.

 

გარე მობილობის პროცედურული ვადები:

დოკუმენტაციის მიღება – 12 -15 სექტემბერი;

უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 16 - 17 სექტემბერი;

სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 18 - 19 სექტემბერი 14:00 სთ-მდე;

საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 სექტემბერი;

მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა - 22 სექტემბერი.

 

საგამოცდო ვადები:

(უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/ მაგისტრანტებისათვის):

უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 16 სექტემბერი;

გამოცდის შედეგების გამოცხადება –17 სექტემბერი 13:00 საათამდე;

გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 18 სექტემბერი 13:00 საათამდე;

აპელაციის შედეგების გამოცხადება –19 სექტემბერი 13:00 საათამდე;

გასაუბრება სპეციალობაში - 19 სექტემბერი 14:00 სთ - დან;

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა)განცხადება;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ფოტოსურათი (3X4) 2 ცალი;

ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

კ) სავარაუდო სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

ლ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ნ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223).

თარიღი: 24/07/2025